პაატა ზაქარეიშვილი:  მერაბიშვილმა ჯონ ტეფტს უთხრა, ბაღაფში ლოთია და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო

პაატა ზაქარეიშვილი: მერაბიშვილმა ჯონ ტეფტს უთხრა, ბაღაფში ლოთია და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი სვამს კითხვას, შეუწყო თუ არა რუსეთის აგრესიას ხელი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ. ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2007 წლის დეკემბერში, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ უტყუარი ფაქტები ჰქონდა იმის შესახებ, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს.
როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, მას შემდეგ, რაც კოდორის ამბები მოხდა, 2007 წლის მაისში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი, ჯონ ტეფტი სოხუმში იმყოფებოდა და იქედან ჩამოსული ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

"ტეფტი ხვდება მერაბიშვილს, რომ სერგეი ბაღაფში თანახმაა თანამშრომლობაზე. რუსები კი არ არიან, ამერიკელები გვთავაზობდნენ უშუალო კონტაქტებს აფხაზურ მხარესთან. და რას პასუხობს მერაბიშვილი? ბაღაფში ლოთიაო და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო. ის არ აკონტროლებს სიტუაციასო. და ვინ აკონტროლებს სიტაუციასო? იქ სიტუაციას ანქვაბი აკონტროლებსო. მერე ამატებს მერაბიშვილი, მე მაქვს გენერალ კომოგოროვისგან ინფორმაცია, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს",-განაცხადა ზაქარეიშვილმა და აქვს დასძინა, რომ 2008 წლის აგვისტომ დაადასტურა როგორ არ აინტერესებდა ცხინვალი რუსეთს.