გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანა ვარმინსკას შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი პირებიც დაესწრნენ.
მხარეებმა საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, ორი ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრებისა და ეკონომიკური კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებზე იმსჯელეს.

ივნისში პოლონეთში ჩატარდება IPO-სამიტი, რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების საკითხებს მიეძღვნება. პოლონელმა დიპლომატმა გიორგი კვირიკაშვილი ამ სამიტზე ოფიციალურად მიიწვია.

მხარეები ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომის განსახილველ საკითხებსაც შეეხნენ, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს. საუბარია ვაჭრობის, ინვესტიციების, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტრანსპორტზე.