ვანო მერაბიშვილი ამ ბოლო დროს საერთოდ არაადეკვატური გახდა და ძალიან სასაცილო განცხადებებს აკეთებს, –ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მერაბიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, შსს-ს თანამშრომლებში დაბნეულობაა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი რატომღაც ძალიან ნერვიულობს.
"ის ნერვიული სტრესი, როდესაც მან მიიღო, როდესაც არჩევნები წააგეს, როცა დაკითხვაზე იყო სამინისტროში დაბარებული...ძალიან შეშინებული იყო სხვათა შორის, - მითხრეს. მე ის გულწრფელად მეცოდება. არავითარი დაბნეულობა პოლიციაში არ არის. ძალიან მკაფიო პოლიტიკას ვაწარმოებთ პოლიციაში. დაბნეული თვითონ არის, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს",-განაცხადა ღარიბაშვილმა.