შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო კაბინეტი არ შეუცვლია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა , როდესაც ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ახალი მინისტრი ორთაჭალაში მდებარე შს სამინისტროს შენობაში გადავიდა.
ღარიბაშვილის განმარტებით, მას ორი სამუშაო კაბინეტი აქვს, აქედან ერთი სამინისტროს ახალ შენობაში, ხოლო მეორე ორთაჭალაში.
"ის კაბინეტი მერაბიშვილსაც ჰქონდა. შეიძლება არ იყენებდა, მაგრამ მე უფრო ხშირად მიწევს გადაადგილება, უფრო ხშირად ვატარებ ოპერატიულ თათბირებს და ვსარგებლობ, როგორც ამ შენობით, ასევე სხვა შენობებით, იქნება ეს მოდული თუ სხვა",-განაცხადა ღარიბაშვილმა.