სამცხე-ჯავახეთში არავითარი საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"არავითარი საფრთხე სამცხე-ჯავახეთში არ არსებობს. არავითარი საშიშროება არ გვაქვს. ეს არის გაზვიადებული ტყუილი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, იგი პოლიტპატიმართა სიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და კვლავ აღნიშნა, რომ სამინისტროს რამდენიმე პირთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ჰქონდა.
მისივე თქმით, პოლიტპატიმართა სიაში იყვნენ პირები, რომელთა დაკავშირებითაც სამინისტროს ჰქონდა გარკვეული კითხვები, რაც პარლამენტს გადაეგზავნა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ძალიან შეზღუდული ვადა ჰქონდა და "მოხდა ის, რაც მოხდა".