საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თბილისის პროკურატურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მაია მწარიაშვილი წარუდგინეს.
იუსტიციის მინისტრმა თბილისის ახალი პროკურორის წარდგენისას მისი წინამორბედის დამსახურებებზე ისაუბრა და მას მადლობა გადაუხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დავით კოჭლამაზაშვილმა ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ მძიმე შრომა გასწია და შეძლო, თბილისის პროკურატურა სწორ გზაზე ეტარებინა. სწორედს ამიტომ, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, დავით კოჭლამაზაშვილი მუშაობას მთავარი პროკურატურის ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.
"საქართველოს მოქალაქეებში დღეს პროკურატურას არ აქვს აღდგენილი ის ნდობა, რომელიც უნდა ჰქონდეს. ჩემი მიზანია, პროკურორობა იყოს საამაყო თანამდებობა, რათა ახალგაზრდებს ოცნებად ექცეთ პროკურატურაში მუშაობა. მაია მწარიაშვილი მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობდა, საკმაოდ გამოცდილია და დიპლომიც აქვს, ჩემგან განსხვავებით. ჩვენ შევუწყობთ მათ ხელს, რომ თბილისის პროკურატურა გახდეს სამაგალითო", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, უსამართლობის განცდა ქვეყანაში იმის გამო დაკვიდრდდა, რომ პროკურორები მოქალაქეების ინტერსებს არაფრად აგდებდნენ და სხვადასხვა სახის წერილებით თავიდან იშორებდნენ.
"ჩვენ ყველანი, მოქალაქების ინტერსების წინაშე დავდგებით - სწორდი-სმენაზე. პარლამენტში შეტანილი კანონი გულისხმობს პროკურატურისთვის მეტი ავტონომიის მიცემას, თუმცა მე ზედამხედველის ფუნქცია მექნება. ზედამხედველობა კი, იქნება მკაცრი. მე და არჩილ კბილაშვილი დავეხმარებით ახალ პროკურორს იმაში, რომ პროკურორები დადგნენ ფეხზე და ყველას ეამაყებოდეს პროკურორობა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა და პროკურატურის თანამშრომლებს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ, რათა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ პროკურატურა დანაშაულისგან მათ დაცვაზე ზრუნავს და არ გაუგზავნონ მოსახლეობას თავიდან მოშორების წერილები.