"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციას, სავარაუდოდ, ხვალ დააფიქსირებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმცირესობის ერთ - ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, განცხადებას უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გააკეთებს. სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან საყვარელიძე თავს იკავებს.
ამასთან, გუშინ საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადება დღეისთვის დაგეგმილ უმცირესობის სხდომის შემდეგ გაკეთდებოდა.