ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მთავარმა ინჟინერმა, გელა გაბელაშვილმა 45-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდნეტი იუწყება, გაბელაშვილი ტყიბულიდან გამთენიისას თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ამასთან, "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, რომ პაციენტს რეანიმაციული მკურნალობა უტარდება და ის კონტაქტურია.
"პაციენტი კონტაქტურია და რეანიმაციული მკურნალობა უტარდება. ჩემთან საუბრისას პაციენტმა აღნიშნა, რომ როდესაც მაღაროში ხანძარი გაჩნდა, ცეცხლს გადაეფარა, ჩააქრო და სხვები გადაარჩინა",-განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.