თბილისს დღეიდან ახალი პროკურორი ეყოლება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, თბილისის პროკურორის თანამდებობას მაია მწარიაშვილი დაიკავებს. მწარიაშვილი 2012 წლიდან პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო. ის თბილისის პროკურორის თანამდებობაზე დავით კოჭლამაზაშვილს შეცვლის.
თბილისის ახალი პროკურორს დღეს, 13:00 საათზე, ქალაქის პროკურატურაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი წარადგენენ.