საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 18 მარტის #18/03/04-18/03/12 განკარგულებებით დაინიშნენ:
ნატო საბანაძე - ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად;
მიხეილ უკლება - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
ეკატერინე სირაძე-დელონე - საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;
არჩილ გეგეშიძე - აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
ზაზა კანდელაკი - უნგრეთში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი - ავსტრიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;
თეიმურაზ ჯანჯალია - ლატვიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
ზაალ გოგსაძე - ჩეხეთის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
კარლო სიხარულიძე - იტალიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ქალაქ რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;