2012 წელს ევროპის ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდება. ამ დროისათვის, კი ევროპა უკვე მსუბუქ რეცესიაში შედის, - ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ახალმა პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ თავის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, უახლოეს თვეებში ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ს გადაჭარბებს, თუმცა 2012 წელს სამომხმარებლო საქონელზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება.
ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ევრობანკმა საბაზისო განაკვეთები შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ყველასთვის მოულოდნელად, წლიური 1,5%-იდან 1,25%-მდე შეამცირა.
დრაგი მიიჩნევს, რომ ევრობანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა საშუალოვადიან პერსპექტივაში, ხოლო მოკლევადიანი განაკვეთები ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს.
მარიო დრაგიმ ბანკებს აღუთქვა, რომ გააგრძელებს ბანკების ლიკვიდურობის მხარდაჭერას და მათ 1-წლიან კრედიტებს გამოუყოფს, ასევე შეისყიდის 400 მლრდ ევროს ობლიგაციებს.
თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ყველა არასტანდარტული ღონისძიება, რასაც ცენტრალური ბანკი ამ დროისათვის ახორციელებს, მათ შორის ობლიგაციების შესყიდვა, დროებითი მოვლენაა.
832
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85