საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გურჯაანში მოქალაქეებმა პოლიციელებს უჩივლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში მიმდინარე შეხვედრისას ისაუბრა.
"გურჯაანში არაფერი მსგავსი არაფერი მომხდარა და ეს არის დეზინფორმაცია. თქვენი ხელისუფლების დროს ხდებოდა, ახლა მსგავსი არაფერი ხდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ვანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც არსებული ინფორმაციით პოლიციის მაღალჩინოსანმა მოქალაქე დაჭრა, გამოძიება მიმდინარეობს.