მერაბიშვილმა „რობოკოპების“ წვრთა დაიწყო, ახალაიები სამეგრელოში იქმნიან დასაყრდენს

მერაბიშვილმა „რობოკოპების“ წვრთა დაიწყო, ახალაიები სამეგრელოში იქმნიან დასაყრდენს

ისტორია თავბრუდამხვევი სისწრაფით იმეორებს წარსულში დალექილ მაგალითებს. თუ გამსახურდიას ხელისუფლება „მდედრიონმა“ დააკარგვინა, შევარდნაძეს პოზიციები „მხედრიონმა“ გაუმაგრა. მართალია, შევარდნაძემ სულ რაღაც 3 წელიწადში „მხედრიონელების“ ერთი ნაწილი მიწაში, მეორე – ციხეში გაისტუმრა, მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორიის განვითარებაში თავის დროზე „მდედრიონმაც“ და „მხედრიონმაც“ დიდი როლი რომ ითამაშეს  (სხვა თემაა დადებითი თუ უარყოფითი) ამის უარყოფა შეუძლებელია. ყველა ხელისუფლებას თავისი დასაყრდენი ძალა ჭირდება. ცივილურ ქვეყნებში ხელისუფლება პოლიციაზე და ჯარზე ამყარებს იმედს. სპეცრაზმი ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს და დამნაშავეებს ყველგან იჭერენ, მიტინგებსაც არბევენ და ხალხს ზოგჯერ სცემენ კიდეც, ოღონდ საქართველოსგან განსხვავებით, იმ შემთხვევაში თუ კანონი ირღვევა.

ხელისუფლებას ბოლო ოთხი წლის მანძილზე უკვე მეორედ დაუდგა კრიტიკული მომენტი. ბადრი პატარკაციშვილის გზიდან ჩამოშორების შემდეგ ნაციონალები ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი მილიარდელის გამოჩენას ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ და ამდენად სათანადოდაც არ იყვნენ მომზადებულები. ის, რომ არსებობს სპეცრაზმი, არსებობს პოლიცია და არსებობს ჯარი არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს დანაყოფების გამოყენება მაშინ შეუძლია როცა მოუნდება.

სპეცრამზს, პოლიციას და ჯარსაც მიტინგს დაარბევინებ, მაგრამ რეზიდენციაში გამოკეტილ მილიარდელს, რომელსაც სახლში ელჩებიც კი სტუმრობენ, უბატონოდ ხმას ვერ გასცემ. ეს იცის სააკაშვილმა და ახლა მსოფლიოს ყბაში თავს არ ჩაიგდებს. მითუმეტეს, „ქართუ ბანკის“ ინკასაციის მანქანის დაყაჩაღების შემდეგ, ფულის გათეთრების ბრალდება ისევე გაქრა, როგორც შეითხზა. ახლა უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. ივანიშვილი პატარკაციშვილი არაა საქართველოდან გავიდეს და რომელიმე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში დასახლებულმა სტუმრად კოდუა, ახალაია ან ვინმე მათთნაირი მიიღოს. ადეიშვილის მცდელობაც, თავის დასაყრდენ ძალას ირაკლი კოდუას „ქართუ ბანკის“ ვალები „ჩამოაწეროს“, რაც 25 მილიონამდეა, როგორც ამბობენ, უშედეგოდ დასრულდება. კოდუაც ისე დაუბრუნებს ვალს ბანკს, როგორც გატაცებული სამი მილიონი დააბრუნა შსს-მ, რომელიც არ ხმაურდება. ღია ომი ხელისუფლებას სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანს. ერთადერთი გზა, რაც მმართველ პარტიას დარჩა, არის კულისებიდან მოქმედება.

სააკაშვილი დიდი წარმატებით იმეორებს გამსახურდიას და შევარდნაძის გაკვალულ გზას. მას „მდედრიონიც“ ყავს და „მხედრიონიც“. ტურიზმს და ეკონომიკას „დიდი წარმატებით“ ვერა ქობალია თუ განაგებს, შიდასტაბილურობას ასევე „დიდი წარმატებით“ ახალაიების კლანი კურირებს. ისტორიის ორი ფურცელი გაჭრილი ვაშლივით ემსგავსება ერთმანეთ და ისე, როგორც გამსახურდიას დროს ახლაც სამეგრელო ხდება ხელისუფლების გადარჩენის ავანგარდში. უკვე ცნობილია, რომ სამეგრელოდან დაიწყო არარეგალური სპეცრაზმის ჩამოყალიბების ეტაპი. ივანიშვილმა არ იცის (მან ეს პრესკონფერენციაზე განაცხადა) შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ცოტა ხნის წინ გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება „შავრაზმელთა ბრიგადებს“ ქმნის.

Presage.tv-ს ძალოვანი სტრუქტურის ერთ–ერთი წარმომადგენელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობამ გამოიძახა ე.წ. „რობოკოპები“ და ამ ეტაპზე, მათი გამალებული წვრთნა მიმდინარეობს, პარალელურად, სამეგრელოში ახალაიების მეთვალყურეობის ქვეშ ყალიბდება არაფორმალური დაჯგუფებები და მათი დასაყრდენი ძალა შსს-ს ჩინოსნები ძმები დიმიტრი და დათო ჭაკუები არიან. დანარჩენი საქართველოსთვის მათი სახელები არაფრის მთქმელია, მაგრამ ხობის კუდ-ის უფროსს დიმიტრი ჭაკუას სამეგრელოში ყველა იცნობს. ასევე მაღალჩინოსანი მისი ძმა დათო ჭაკუას სახელი არა ერთს უხსენებია, როგორც ყველაზე დაუნდობელი და უსამართლო ადამიანი. სამეგრელოინარეობს, ს ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა „თათბირი“, სადაც ჯგუფების მობილიზაციისა და ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს. ყველა ამ თათბირს ძმები ესწრებოდნენ და გადამწყვეტი სიტყვა სწორედ მათ თქვეს.

რაში ჭირდება ხელისუფლებას დამატებითი ძალა? ეს ის ძალა არაა, რომელიც ვთქვათ სპეცოპერაციებს ჩაატარებს. ეს არაა ძალა, რომელიც შეუვარდება ივანიშვილს სახლში და მის დაცვას გაანეიტრალებს. ორად ორი მიზეზი არსებობს ამ ბრიგადების შექმნისა. პირველი: ამ ჯგუფებმა უნდა დააშინონ ისედაც დაშინებული, მაგრამ ბოლო პერიოდში გამოცოცხლებული საზოგადოება, რომელიც თამამად დადგა „ქართუ ბანკის“ წინ და მეორე: სააკაშვილი არჩევნებისთვის ემზადება. მას ორივე ვარიანტში ისეთი ხალხი ჭირდება, რომლებზედაც ვერც ხალხი და ვერც საერთაშორისო სპექტრი ვერ იტყვის, რომ სახელმწიფოს დაქირავებული მოხელეები არიან.

პარალელურად, Presage.tv-ს-მ მოიპოვა ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეში სტუმრობის შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, მერაბიშვილი ცალკე ჯგუფებს ქმნის. რას ნიშნავს ეს? ვანო მერაბიშვილი ახალაიებს კარგა ხანია არ ენდობა. დათა ახალაია სამინისტროს ტერიტორიას „სათოფეზე“ ვერ ეკარება, ბაჩო ახალაია კი თავდაცვის მინისტრია და მერაბიშვილთან ანგარიშვალდებული არაა. მას სხვა ამბიციები აქვს. ახლა გარდა იმისა, რომ ამ ორ ძალას ივანიშვილი ყავს ჩასაძირი, ხოლო ხალხი დასაშინებელი, საკუთარი ინტერესებიც აქვთ. ახლა საქმე ასე დგას - ან ახალაიები ან მერაბიშვილი. ამ ორ დაჯგუფებას შორის განხეთქილება ივანიშვილის ფაქტორის გამო არ და ვერ იქნება ისეთი მძაფრი და შესამჩნევი, როგორც ეს აქამდე იყო. ვინ ვის მიუჩენს ადგილს, ამას მომავალი გადაწყვეტს. ამ ეტაპზე კი, ისინი თანაბარ მდგომარეობაში არიან და ორივე ჯგუფს სააკაშვილთან ურთიერთობა მესამე პირის გარეშე შეუძლია.