საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან, უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილიც დაესწრო.
„უმცირესობაში გადმოხვედი ზაქარია? შენ არავის დაუპატიჟებიხარ მგონი აქ“,–განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამის შემდეგ შსს–ს მინისტრმა საკმაოდ უცნაური ფრაზა წარმოთქვა, როცა მან განაცხადა, რომ თავის დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემს.
„არა, თქვენ ვერ დამჩაგრავთ, მართალია, დღეს მე ვარ უმცირესობა აქ. რომც სცადოთ, მაინც ვერ დამჩაგრავთ“,–აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, ისინი ქუცნაშვილის დარბაზში ყოფნით დისკომფორტს არ განიცდიან. საბოლოოდ, ქუცნაშვილს დარბაზში ყოფნის უფლება მისცეს, თუმცა დისკუსიაში ჩართვის უფლება მას არ მიეცა.