"უკანასკნელ წლებში შს მინისტრი ერთხელაც არ მისულა პარლამენტში კითხვებზე პსუხის გასაცემად უმცირესობასთან. მე მინდა, რომ სამინისტრო გახდეს ღია, განსხვავებით იმ დროისგან, როცა რეპრესიების გამტარებელ სისტემას წარმოადგენდა.
კრიმინოგენული ვითარება გამოსწორდა, მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა" _ განაცხადა შს მინისტრმა პარლამენტში უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
"პირველად შსს-ს ისტორიაში შეიქმნა ჩვენი სამინისტროს განვითარების სტატეგია, რისთვისაც მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციებს და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს."
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ასევე ადამიანის უფლებების დაცვაზე წინასწარი დაკავების იზოლატორებში და განაცხადა, რომ ამ მხრივ ხორციელდება სერიოზული მონიტორინგი.
"საქართველოში დღემდე მოქმედებს პოლიციის შესახებ 1993 წლის კანონი, რომელიც საბჭოტა პოლიციის გადმონაშთია, ამიტომ იგეგმება პოლიციის რებრენდინგი" _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა