შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრას უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ესწრება. შს მინისტრმა ქუცნაშვილს ხუმრობით მიმართა - "უმცირესობაში გადმოხვედი ზაქარია? შენ არავის დაუპატიჟებიხარ მე მგონი".
ღარიბაშვილმა ქუცნაშვილს სთხოვა, დაეტოვებინა დარბაზი და აღნიშნა, რომ მას ვერავინ დაჩაგრავს. "რომც სცადოთ, მაინც ვერ დამჩაგრავთ",-მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.
უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი აღნიშნა, რომ მათ დისკომფორტი არ აქვთ და პრობლემა არ იქნება, თუ უმრავლესობის წევრი დარბაზში დარჩება.
"ერთი თხოვნა უბრალოდ, რომ დისკუსიებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სხვა მხრივ, ღია სხდომაა და პრობლემა არ არის",-განაცხადა ბაქრაძემ.