პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამით ხელი საერთაშორისო ურთიერთობებს ეშლება.
"სამწუხაროდ, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ქვეყნის პირველი პირი მინისტრის მოადგილეების, ან ელჩების დანიშვნას არ აწერს. პარლამენტმა ელჩები პრეზიდენტის წარდგინებით დაამტკიცა, რომელსაც მხარი უმცირესობამაც დაუჭირა. პრეზიდენტი კი, ელჩების დანიშვნას ხელს არ აწერს, რითაც ხელი საერთაშორისო ურთიერთობებს ეშლება. ელჩების ნაწილი აღარ მუშაობს და ახლებიც ვეღარ მიდიან, ელჩების მივლენა კი, ხანგრძლივი პროცედურაა და აქედან გამომდინარე, ახალი ელჩები სექტემბრისთვის გვეყოლება", - განაცხადა იმერლიშვილმა.