გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში ასამდე ადგილობრივი კომპენსაციების დარიგების მოთხოვნით შეიკრიბა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, 2012 წლის 19 ივლისის სტიქიით დაზარალბულები კომპენსაციების მიღებას ამ დრომდე უშედეგოდ ელიან.
ვაჩნაძიელების თქმით, 600-ზე მეტი ოჯახიდან ფულადი ანაზღაურება ამ დროისთვის მხოლოდ 200-მა დაზარალებულმა მიიღო.
აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ მინისტრ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ და მთავრობას კომპენსაციების დროულად გაცემას სთხოვენ, წინააღმდეგ შეთხვევაში მასოვრივი საპროტესტო აქციებით და გზების გადაკეტვით იმუქრებიან.