მოსალოდნელი ქარიშხალის გამო, კახეთის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, საგანგებო რეჟიმზე გადასვლის მითითება სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ კახეთის რეგიონში, 17, 18 და 19 მარტს მოსალოდნელია ძლიერი ქარიშხილი, რის გამოც გადავედით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ", - დასძინა კახეთის რეგინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.
კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში ამ დროისთვის წვიმს და სუსტი ქარია.