საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიპლომატიური კორპუსისა და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრას, რომელიც განათლების სამინისტროში მიმდინარეობს, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ელენე ჯიბლაძეც ესწრება.
შეხვედრაზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან იმყოფებიან "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარეები კახა კოჟორიძე და ნინო ლომჯარია, ასევე იურისტი ლია მუხაშავრია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
განათლების მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და არასამთავრობოებს აგრარული უნივერისიტეტის ავტორიზაციის შეწყვეტის საკითხზე ესაუბრება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის მსველობისას აღნიშნა, ავტორიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა უნივერსიტეტის შინაგანაწესის შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორ-მასწავლებლების შეშფოთება და საჩივარი, რომლითაც მათ სამინისტროს მიმართეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონმდებლობა სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერებას ითვალისწინებს სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, აგრარულ უნივერსიტეტში მიღებული იყო სტუდენტების გარიცხვის პრაქტიკა, რის შედეგადაც სტუდენტებს სწავლა ნულიდან უნდა დაეწყოთ.
შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის ღიაა. შეხვედრას ესწრებიან ესწრებიან ლატვიის, ლიტვიის და იტალიის ელჩები, სხვა საელჩოების წარმომადგენლები.