თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებაზე, რომ რეგიონული განვითარების სტრატეგიის მიხედვით, 2014 წლიდან თბილისის მერი არჩევითი აღარ იქნება , რეგიონული განვითარების სამინისტროში კომენტარი უახლოს ხანში გაკეთდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, ამ თემაზე განმარტებას მინისტრი მოადგილიე თენგიზ შერგილაშვილი გააკეთებს.
დედაქალაქის მერმა დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის პრინციპების შესახებ და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ზოგადია, რიგი მიმართულებები ობიექტურად საინტერესოა, თუმცა ყველაფერი საჭიროებს მნიშვნელოვანს კონსულტაციებს.
"მე კატეგორიულად არ ვიზიარებ პოზიციას, რომ თბილისის მერი 2014 წლიდან აღარ იყოს პირდაპირ არჩევითი. არ ვიცი, რა ლოგიკას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება", - დასძინა უგულავამ.