ტრამპი ევროპულ ქვეყნებს რუსული ენერგორესურსების შეძენის გამო აკრიტიკებს

ტრამპი ევროპულ ქვეყნებს რუსული ენერგორესურსების შეძენის გამო აკრიტიკებს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნები მკაცრად გააკრიტიკა რუსული ნავთობისა და გაზის შეძენის გაგრძელების გამო.

ტრამპის განცხადებით, ის მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებას არ აპირებს მანამ, სანამ ევროპა რუსეთისგან ენერგომატარებლების შესყიდვას არ შეწყვეტს.

ეს მათთვის სამარცხვინოა და ძალიან სამარცხვინო იყო მათთვის, როდესაც ამის შესახებ შევიტყვე. მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ რუსეთისგან ენერგომატარებლების შესყიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ დროს ვკარგავთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ჩინეთი და ინდოეთი მიმდინარე ომის მთავარ დამფინანსებლებად“ დაასახელა, რომლებიც რუსული ნავთობის ყიდვას აგრძელებენ, თუმცა ამავდროულად ევროპის ქვეყნებიც დაადანაშაულა.

ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები სრულად მზადაა, დააწესოს ძალიან ძლიერი და მასშტაბური ტარიფები“ რუსეთზე, თუკი ის სამშვიდობო შეთანხმებაზე არ დათანხმდება, მაგრამ დასძინა, რომ ევროპის ქვეყნები უნდა შემოგვიერთდნენ ზუსტად იგივე ზომების მიღებით“.