საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა 1993 წლის 16 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზეთში დაღუპულ გმირებს დღეს პატივს მთავრობის სხვა წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებიც მიაგებენ.
დღეს ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ იხსენებს 1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს. 20 წლის წინ ქართულმა არტილერიამ ყველაზე დიდი მასშტაბის იერიში მოიგერია და სოხუმი დაცემისგან იხსნა, რაც სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერებისთვის დიდ დამარცხებად იქცა.