დღეს საქართველო ბიძინა ივანიშვილის წინაშე ვალშია, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "ღია ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ამ შეთხვევაში მე გამონაკლისი არ ვარ, მეც ამ საქართველოს ნაწილი ვარ. მისი მონაწილეობით ქვეყანა გადარჩა რაღაც საშინელებას. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ მე მომეცა საშუალება დავბრუნებულიყავი სახლში და დამემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა, დამოკიდებულება აშკარად დადებითია", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დგას, არის კვალიფიციური ადამიანების დეფიციტი.