სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე ნოდარ შარაბიძე დააკავეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებულებს უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, ლორთქიფანიძე და შარაბიძე ჯერჯერობით ისევ გამგეობის შენობაში ჰყავთ. შენობაშივე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. პოლიცია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზეც მობილიზებულია.
ლორთქიფანიძე გამგებლად 20112 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა.