„ქრონიკის“ ინფორმაციით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, იგივე EMC-ის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაგზავნილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
„ქრონიკა“ EMC-სთან დაკავშირებას ცდილობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები აგვისტოში დააყადაღა.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა.