დავით მათიკაშვილი: ეს ძალა ცდილობს საზოგადოებას უკვე შეაჩვიოს აზრი, რომ ის რომ მოვა ხელისუფლებაში, უნდა დაიწყოს ქაოსი, გაფიცვები

დავით მათიკაშვილი: ეს ძალა ცდილობს საზოგადოებას უკვე შეაჩვიოს აზრი, რომ ის რომ მოვა ხელისუფლებაში, უნდა დაიწყოს ქაოსი, გაფიცვები

ეს ძალა [ლელო-ძლიერი საქართველო“] ცდილობს საზოგადოებას უკვე შეაჩვიოს აზრი, რომ ის რომ მოვა ხელისუფლებაში, უნდა დაიწყოს ქაოსი, გაფიცვები, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომ ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და ვიცე-მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისის პარალიზებას გეგმავენ

ეს ძალა [ლელო-ძლიერი საქართველო“] ცდილობს, რომ საზოგადოებას უკვე შეაჩვიოს აზრი, რომ ის რომ მოვა ხელისუფლებაში, უნდა დაიწყოს ქაოსი, გაფიცვები. გაჟღერდა, რომ ფაქტობრივად სანქციას გავცემთ ნებისმიერი მიტინგის ჩატარებაზეო. ხომ ჩანს აქ, რომ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ, ანტიქართულ ძალებს, რომლებმაც თავის დროზე ხაზარაძე-ჯაფარიძის ტყავის გადასარჩენად შექმნეს პარტია, ქვეყნის განადგურება სურთ?! როგორც ეს 2012 წლიდან დღემდე არ გამოსვლიათ, ისე არ გამოუვათ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.