სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს, 19.00 საათზე უძლურებაში მყოფთათვის პარაკლისი ჩატარდება . გუშინ კი პატრიარქმა პრაკლისი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეასრულა. პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა და ბავშვები, ახალგაზრდები და ერი დალოცა.
ტაძარში პარაკლისის პარალელურად ეკურთხა მცირე აიაზმა, ანუ წყალკურთხევა შესრულდა. ილია მეორემ მრევლს მიმართა, შეძლებისდაგვარად წაიღონ სახლში ნაკურთხი წყალი და ასხურონ საკუთარ საცხოვრებელ გარემოში.