ვატიკანში რომის პაპის არჩევნები დღესაც გაგრძელდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, გუშინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 115 კარდინალი ვატიკანში , წმინდა პეტრეს ტაძარში, სიქსტის კაპელაში ახალი პაპის ასარჩევად შეიკრიბა, თუმცა შავმა კვამლმა საზოგადოებას ამცნო, რომ პაპი ჯერ არ არის არჩეული.
კარდინალებმა შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხეს. ჯერეჯრობით არ არის გამოკვეთილი ფავორიტიც.
პაპის არჩევასთან დაკავშირებით, ვატიკანში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.
რომის პაპის არჩევნებში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი მონაწილეობს. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავს, 11 კი – აშშ-ის.
დღეს ხმის მიცემის ორი პროცედურა გაიმართება დილით და შუადღით, ვიდრე ერთი კონკრეტული კანდიდატი ხმების ორ მესამედს (77 ხმას) არ მიიღებს.
2005 წელს რომის ახალი პაპის არჩევას, როცა საბოლოოდ ბენედიდიქტ XVI აირჩიეს, ოთხი ეტაპი დასჭირდა. თუმცა, ექსპერტთა ვარაუდით, ამჟამად ახალი პაპის არჩევას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვინაიდან კონკლავს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს