სამების საპატრიარქო ტაძარში ხვალ, 19.00 საათზე უძლურებაში მყოფთათვის პარაკლისი ჩატარდება.
დღეს კი პატრიარქმა პრაკლისი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეასრულა. პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა და ბავშვები, ახალგაზრდები და ერი დალოცა.
ტაძარში პარაკლისის პარალელურად ეკურთხა მცირე აიაზმა, ანუ წყალკურთხევა შესრულდა. ილია მეორემ მრევლს მიმართა, შეძლებისდაგვარად წაიღონ სახლში ნაკურთხი წყალი და ასხურონ საკუთარ საცხოვრებელ გარემოში.