შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრისა და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, ისან-სამგორის რაიონში ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ყაზახეთის მოქალაქე, ძებნილი ბესლან კაიმის ძე ლორსანოვი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბესლან ლორსანოვი ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ყაჩაღობა) და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მკვლელობა) ჩადენილი დანაშაულებისთვის 2011 წლიდან იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებული გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.