ყველა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, იმსახურებს ჩვენს ძალიან სერიოზულ შეშფოთებას და კრიტიკას , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, რომელიც რუსეთში დაგეგმილ ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრას გამოეხმაურა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ქართული მხარის დამოკიდებულება ამ საკითხზე ცნობილია.
"საქართველო არასოდეს არ შეურიგდება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ყველა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია აქეთკენ, იმსახურებს ჩვენს ძალიან სერიოზულ შეშფოთებას და კრიტიკას", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.