სიახლის მოლოდინი

სიახლის მოლოდინი

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, პოლიტიკაში მისი მოსვლის შესახებ, ქართველი ერისთვის ორი, რადიკალურად ურთიერთგანსხვავებული შედეგის, ან ეროვნული თვითშეგნების აქტუალიზაციის, ან ამ ფაქტორის უფრო დათრგუნვის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. მეორე შედეგი აუცილებლად მოჰყვება მის დამარცხებას, მაგრამ მისი გამარჯვებაც მაინცდამაინც პირველი შედეგის მომტანი შეიძლება არ აღმოჩნდეს: ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო დაუნდობელ და გამომფიტავ გლობალური ომში, რომელსაც ფუნდამენტური იდეური საფუძველი აქვს, და გამარჯვებისთვის, შეიძლება ისეთ შენიღბულ ძალებთან აღმოჩნდეს შეკავშირებული, რომ გამარჯვების შედეგები დამარცხების შედეგებზე მძიმე აღმოჩნდეს ქართველი ერისთვის.

 

ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა არ არის დაზღვეული საქართველოს მდგომარეობის გავრცელებული შეფასებების მთავარი ცდომილობისგან, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების მისი შინაგანი ფაქტორებით განსაზღვრულობის შესახებ წარმოდგენაში მდგომარეობს. ეს შეცდომა ხელს უშლის მოვლენების მამოძრავებელი ძალების და მათი ინტერესების გათვალისწინებას და გამორიცხავს მდგომარეობის განვითარების ტენდენციების ამოცნობას. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის აქტები, თანამედროვე ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ საპროტესტო გამოსვლები ვერადავერ აღწევს სასურველ შედეგს. მართალია ბიძინა ივანიშვილის გუნდის მიერ დღეს გათვალისწინებულად შეიძლება ჩავთვალოთ მნიშვნელოვანი გარეგანი ფაქტორი, როგორიცაა ევროკავშირის მიმდებარე რეგიონებზე (ჩრდილოეთ აფრიკა, დასავლეთ აზია, კავკასია) საფრანგეთის მიერ ამერიკის ჩანაცვლების მცდელობა, მაგრამ ამით ცდომილობის მასშტაბი არ მცირდება:

 

- საქართველო “მონგლობალისტური ფრონტის” - მთელი მსოფლიო საზოგადოების  ღირებულებათა ერთი სისტემის თარგზე მოწყობისკენ მიმართული მოძრაობის ექსპანსიონისტური პოლიტიკის და მის საწინააღმდეგოდ წარმოებულ რუსეთის, ჩინეთის, ირანის, არაბი და ევროპელი ერების თავდაცვითი რეაქციების უმძაფრესი ურთიერთდაპირისპირების უმთავრეს არენად არის ქცეული;

 

- სადღეისოდ აქტუალური მოდუსით “მონგლობალიზმი” თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების და მრავალოპარტიული არჩევნების ინსტიტუტებზე დამყარებული პოლიტიკური სისტემის, მომავლის საზოგადოების პროტოტიპად - ზეეროვნულ ფენომენად - დასახულ, ამერიკული საზოგადოების ნიმუშით და მისი ძალით მთელს მსოფლიოზე გავრცელების მცდელობაში გამოიხატება და ითვლის მომხრეებს ამერიკის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროკავშირში და თვით საფრანგეთშიც (ამდენად საფრანგეთის გააქტიურება თვისებრივად არაფერს ცვლის)  

 

დღეს “მონგლობალისტური ფრონტის” ინტერესების მთავარი გამტარებელი ამერიკის შეერთებული შტატებია (თუმცა იქ მას მოწინააღმდეგეებიც არ აკლია) და მისი სტრუქტურული დანამატი - მთელს მსოფლიოს მოდებული საერთაშორისო კორპორაციების სისტემა, ხოლო უპირველესი სამიზნე - ეროვნული თვითშეგნების ფენომენი, მონგლობალიზმის იდეოლოგის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის და კულტურული გაერთგვაროვნების შემფერხებელ ფაქტორად წარმოდგენილი.

 

ეროვნული თვიშეგნების ფენომენის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლა გულისხმობს შესაბამის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პოლიტიკასაც: მსოფლიოში ეთნომიგრაციის ნაკადების იმგვარად მართვას, რომ საბოლოოდ, დედამიწის ყოველ რეგიონში ემიგრანტთა რიცხვმა (რომელთა უმრავლესობა იაფი მუშახელის როლში აღმოჩნდება) გადააჭარბოს, ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური სიძნელეების (ე.წ. ეკონომიკური მკვლელის ინსტიტუტების მოქმედებით ლოკალური ეროვნული ეკონომიკების მიზანმიმართული ნგრევის) შედეგად შემცირებულ დამხვდურ მოსახლეობას. ამით მიიღწევა ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების შედეგებზე ეროვნული ფაქტორის გავლენის უმნიშვნელო ზღვარამდე შემცირება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოეხსნას ქვეყანას მონგლობალისტური ფრონტის გარეგანი ზეწოლის წნეხი.

 

ეროვნული წინააღმდეგობის დაძლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ეროვნული სახელმწიფოთა სასურსათო დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია, რაც სოფლის მეურნეობის გაჩანაგებას გულისხმობს. თუმცა, ქვეყნის სასურსათო დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია შესაძლებელია სოფლის მეურნეობის შემოტანილ ჰიბრიდულ სათესლე მასალაზე დამყარების შემთხვევაშიც (შემოტანილი ჰიბრიდულ სათესლე მასალის გამოყენება გამორიცხავს სათესლე მასალის ადგილზე წარმოების შესაძლებლობას).

 

ეროვნული წინააღმდეგობის რესურსის შემცირებას ემსახურება, ასევე, ეროვნული სამეცნიერო სკოლების ლიკვიდაცია და ეროვნული საგანმანათლებლო სისტემების მიზანმიმართული დაქვეითება.

 

საქართველოში არსებული ვითარება ამ სტრატეგიის მოქმედების კლასიკური ნიმუშია: სხვაგვარად ვერ ავხსნით, მაგალითად, იმ ფაქტს, რომ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა მას საქართველოს სოფლის მეურნეობაში მილარდი დოლარის დაბანდებაზე.

 

- საქართველოს დღევანდელი ხელისუფალთა გუნდი, მიუხედავად იმისა გაცნობიერებული აქვთ და აღიარებენ თუ არა მისი წევრები ამას, “მონგლობალისტური ფრონტის” წარმომადგენელია.

 

ამით აიხსნება დასავლეთის (მონგლობალისტური ფრონტის) მხრიდან უპრეცენდენტო საინფორმაციო მხარდაჭერა და ლოიალობა საქართველოში უხეში სამართალდადრღვევების გზით საზოგადოებაზე უწყვეტი ძალადობის პრაქტიკაზე დამყარებული სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ. აქედან გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ თუ საქართველოში რაიმეს შეცვლა გვსურს უნდა ვეკონტაქტოთ არა საქართველოს ხელისუფალთა გუნდს, არამედ მის მფარველებს - მონგლობალისტური ფრონტის მესვეურებს. სწორედ, მათ უნდა შევთავაზოთ სქართველოსთან დაკავშირებით დღეს მოქმედიმონგლობალისტური პროექტებისალტერნატივა - ეროვნული პროექტი, რომლის უპირატესობა ობიექტური ფაქტორებით იქნება გამყარებული

 

საქართველო მონგლობალისტური ფრონტის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა აზიის სივრცეზე ამერიკის სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად თურქული სამყაროს კონსოლიდაციის პროცესის - “დიდი თურანის იდეის” რეაქტუალიზაციასთან დაკავშირებით: “დიდი თურანის იდეა”, უიღურული სეპარატიზმის გათვალისწინებით, ეფექტური საშუალება სჩანს გამომფიტავ კონფლიქტში ჩინეთის ჩასათრევად, ან ამ საფრთხის მუქარით მასზე ზემოქმედებისთვის (ეს თვით თურქულ სამყაროსაც გამოაცლის ძალებს და ადვილად კონტროლირებადს გახდის); ამათანავე ეს არის ანტიამერიკული ისლამური ფრონტის ერთიანობის ჩამშლელი (ანტიირანული და ანტიარაბული) და რუსეთის სტრატეგიული დესტაბილიზაციის პოტენციის მატარებელი ფაქტორი; ამ ფაქტორის ამოქმედებისთვის საუკეთესო საშუალებაა საქართველოს დენაციონალიზირებულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გადაქცევა - “სინგაპურიზაცია, როგორც პირობა შუააზიასა და მცირეაზიას შორის თავისუფალი სატრანზიტო დერეფნის (ორი თურანული ეთნო-რეზერვუარის შემაკავშირებელი ხიდის) სტრატეგიულად გარანტირებულად (და, საქართველოს ამგვარად მოწყობის საზოგადოების მოწყობის მონგლობალისტურ კონცეფციასთან შესაბამისობის ფაქტით, შენიღბულად) და ამერიკის მიერ კონტროლირებადად ამოქმედებისა.

 

ეს არის საქართველოზე გარეგანი ძალების უაღრესად დესტრუქციული ზემოქმედების საფუძველი ისტორიის მიმდინარე ეტაპზე.

 

ამ პროექტის რეალიზაციაში რუსეთის ჩათრევის მცდელობის გამომხატველია საქართველოში სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების პირველადი შესყიდვის ექსკლუზიური უფლების, ფაქტობრივად, რუსეთისთვის დათმობა-მინიჭება ამრიკის მიერ. რუსეთ-ამერიკის გარიგების ფაქტი გამოამჟღავნა ე.წ. ვარდების რევოლუციამ [რომელიც იყო საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტის (თუმცა, მეტად შევიწროებულის, მაგრამ მაინც - სუბიექტის) რანგიდან მისი ობიექტის (თუმცა, მეტად აქტუალურის, მაგრამ მაინც - ობიექტის) რანგში ჩამოქვეითების აქტი]: - საქართველოს ხელისუფლება რუსეთ-ამერიკის ინტერესების პარიტეტის საფუძველზე ჩამოყალიბდა: პრემიერ ჟვანიას გუნდი, როგორც რუსეთის ლობი, და პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი, როგორც ამერიკის ლობი, თანაბრად ინაწილებდნენ გავლენის სფეროებს (ლობის ინსტიტუტი ამერიკული პოლიტიკური სისტემის ელემენტია, ამდენად ის ხელს ვერ შეუშლიდა თავისუფალ ეკონომიკურ ზონად საქართველოს გადაქცევის მონგლობალისტურ პროექტს).

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო მხოლოდ საეტაპო გარიგება და საქართველოზე გავლენისთვის გლობალური პოზიციური ბრძოლა გრძელდება.

 

- რუსეთი სარგებლობს აღნიშნული ექსკლუზივით მაგრამ, საკუთარი სტრატეგიული ინტერესების კარნახით, საქართველოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ჩამოყალიბებას ხელს უშლის: - მისი წინააღმდეგობის (მის მიერ ინტერვენციის განახლების საფრთხის) გარეშე, საქართველო უკვე გახდებოდა მსხვილი კაპიტალდაბანდებების და საერთაშორისო კორპორაციების კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტოტია, სადაც იაფი მუშახელის საგანგებოდ გარედან მოდინების შედეგად ქართველები უკვე უმცირესობად ვიქნებოდით ქცეული.

 

როგორც ჩანს, სწორედ, რუსეთის წინააღმდეგობის რესურსის შესამცირებლად, უკანასკნელ ხანს (2008 წლის შემდეგ), დაიწყო თავისუფალი ეკონომიკური ზონის საქართველო-არმენიის კონფედერაციის ბაზაზე რეალიზაციის მცდელობა. ამის მაჩვენებელია საქართველოს პოლიტიკური ცენტრის ქუთაისში გადატანის პროცესის ინიციირება - უნდა ვიფიქროთ, რომ საწყის ეტაპზე თავისუფალ ზონად ჩამოყალიბდება მხოლოდ თბილისი - დენაციონალიზირებული სამომავლო მეგაპოლისი, რომელსაც, მისი სწრაფი ზრდის კვალდაკვალ, ერთიმეორის მიყოლებით დაუქვემდებარებენ საქართველოს და არმენიის, შემდეგ კი, მთელი კავკასიის ეკონომიკურად  მნიშვნელოვან რეგიონებს და ობიექტებს (როგორც მაგ. დღეს სამთო კურორტი გუდაური)…

 

ეს მცირე ანალიზიც ცხადყოფს იმ დასკვნას, რომ ჩვენი პრობლემების გადაჭრა საქართველოს მასშტაბის ღონისძიებებით შეუძლებელია. საქართველოს ხელისუფალთა გუნდს, რომელიც უკრაინის და ბელორუსიის შემთხვევისგან განსხვავებით, მონგლობალისტური ფრონტის ხელდასხმულია, აპატიებენ ადამიანის უფლებებისა და ღირსების შემბღალავ ყოველგვარ საქციელს, ქართულ საზოგადოებაზე ძალადობის ნებისმიერ აქტს, რაც მის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იქნება აუცილებელი. ეროვნული ინტერესების სახელით წინააღმდეგობის გაძლიერება ქართულ საზოგადოებაზე გარეგანი ზეწოლის წნეხის გაძლიერების მომტანი იქნება მხოლოდ. ეს ნიშნავს საქართველოს დემოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული რბევის გაძლიერებას.

 

საქართველოს თანამედროვე ხელისუფალთა გუნდის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც დაარწმუნეს მონგლობალიზმის პროგრესულობაში, მსოფლიოს კულტურული გაერთგვაროვნების გარდაუვალობაში (სახელმწიფო საკადრო პოლიტიკა, რომელიც, არსებითად, გარედან იმართება, კანდიდატების ამგვარი ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებადობის ნიშნით ამორჩევაში მდგომარეობს. არაკომპეტენტურობის ინკუბაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ესაა). ამ მიზანმიმართული ზემოქმედების შედეგად იდეურად დაკაბალებულ საქართველოს ხელისუფალთა გუნდის წარმომადგენლებისთვის გამართლებელი ჩანს რთულ საზოგადოებაზე ძალადობა, როგორც გარდაუვალ სამომავლო მდგომარეობაში მისი გადაყვანის ხელშემშლელი ფაქტორის - ტრადიციის ინერციის - დაძლევის პირობა. მაგრამ მათ ამის გამო პასუხს ვერ მოვთხოვთ: რადგან არცოდნა არცოდვა არს!” და ვერც გარეშე ძალებს გავკიცხავთ მათი დაწინაურებისთვის: საზოგადოებაზე გარეგანი გავლენის გატარების საუკეთესო გზაა ამ საზოგადოების მენტალურ აუტცაიდერებზე დაყრდნობა.

 

არსებული ვითრების დამყარებისთვის პირველ რიგში პასუხისმგებელია ქართული ინტელიგენცია, ქართველი ერის ინტელექტუალური ელიტა, რომელმაც ვერ შესთავაზა ქართულ საზოგადოებას და გარე სამყაროს საქართველოზე ზემოქმედი მონგლობალისტური პროექტების საპირისპირო ალტერნატივა, რომლის უპირატესობა ობიექტური ფაქტორებით იქნებოდა გამყარებული. მართალია საზოგადოებრივი მეცნიერებები უკანასკნელ დრომდე არ იყვნენ იმ დონემდე განვითარებულნი, რომ მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობის ცვლის პროცესის ახსნა და ამ პროცესის რეგულირების გზების მითითება შესძლებოდათ, და ზუსტი ცოდნის გარეშე მეცნიერი ვერ გამოიჩენს ინიციატივას, მაგრამ ეს ქართული ინტელეტუალური ელიტის მიმართ ლოიალობის გამოჩენის საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ის აღნიშნული დეფიციტის დაძლევის ფაქტს სათანადოდ არ გამოეხმაურა.

 

ამ წერილით მინდა ცნობილი გავხადო ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიის და თვითრეგულირების ფენომენის მეცნიერული კვლევის უკანასკნელი შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბებულიოპტიმალიზმის დოქტრინა” (- “მსოფლიო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამა”) გვაძლევს საშუალებას, არა მხოლოდ, შევაჩეროთ საქართველოზე დესტრუქციული გარეგანი ზეწოლის წნეხის მოქმედება, არამედ, საერთოდ, წერტილი დავუსვათ გლობალური მასშტაბით მიმდინარე ტოტალურ საარსებო ომს, ახალი იმპულსი შევმატოთ მსოფლიო პროგრესს.

 

ოპტიმალიზმის” დოქტრინა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებით ჩამოყალიბებულ, ფსიქიკურ სტიქიათა თეორიასემყარება. ეს თეორია პიროვნების, ერის და ცივილიზაციის კატეგორიების ახალი, მეცნიერულად დაზუსტებული დეფინიციების მეშვეობით აღმოჩენილ, საზოგადოების თვითორგანიზაციის პრინციპებსა და ისტორიული პროცესის კანონზომიერებებს - “ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის კანონებსაღწერს. ამ მიღწევის საფუძველზე მსოფლიო გლობალური პროცესების სტრატეგიული პროგნოზირებისა და ოპტიმალურ კალაპოტში მოქცევის (გლობალური დარეგულირების) საშუალება გვეძლევა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორმხრივი ურთიერთობების ეფექტურობის ხანა დასრულდა - თანამედროვეობის მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის, საქართველოზე გარეგანი დესტრუქციული ზემოქმედების წნეხის მოხსნის პრობლემა, შეიძლება გადაიჭრას მხოლოდმსოფლიო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამისფარგლებში.

 

გლობალურ ცივილიზაციაში ფაზის ცვლის უკანასკნელი  აქტი გახდა საფუძველი 2008 წლის მიწურულს დაწყებული გლობალური ეკონომიკური კრიზისისა (ეს მოვლენა პროგნოზირებული იყო ავტორის მიერ 2004 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში - “ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია”). ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის კანონზომიერებათა შესახებ ცოდნის გამოყენებით შესაძლებელი იყო ამ მოვლენის კრიზისში გადაზრდის აცილება. დღეს კი ამ ცოდნის გამოყენებით შესაძლებელია გლობალური კრიზისის დესტრუქციული შედეგების დიდად შემცირება. ეს გარემოება მსოფლიო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამის ინიციირების გლობალურად აქტუალურობის მაჩვენებელია.

 

ამ თემაზე გამოქვეყნებული მაქვს სამი მონოგრაფია (1997, 2004, 2011 წწ.). მესამე მათგანი - ოპტიმალიზმი, როგორც ქართული ეროვნული იდეა და გლობალიზმის იმპერატიული პარადიგმა” გამოიცა მხოლოდ ელექტრონული ვერსიით და განთავსებულია პარლამენტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში. ამ თემას ეძღვნება სადოქტორო დისერტაცია, რომლის დაცვა წელს შედგება. ამ პროგრამის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია ავტორის იმ პუპლიკაციების გაცნობაც, რომლებიც განთავსებულია ამავე საიტზე არსებულ მის ბლოგში, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ საიტის მესვეურებს.

მონგლობალიზმის იდეური დაძლევისთვის საკმარისია ამერიკული საზოგადოების “მომავლის საზოგადოებად - ზეეროვნულ წარმონაქმნად” წარმოდგენის სიმცდარის დადგენის ფაქტიც: ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით ამერიკული საზოგადოება იდენტიფიცირდება ერთა ოთხიდან მხოლოდ ერთ-ერთი თვისებრივი ტიპის (“ერთა ცხრომის მანიის კლასის”) გამოკვეთილ ლიდერად. ამერიკული საზოგადოება არის ცხრომის მანიის კლასის ინგლისელი ერის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურზე გადასვალასთან დაკავშირებული შინაგანი კონფლიქტის ერთ-ერთი ნაყოფი, ანუ ინგლისელი (ცხრომის მანიის კლასის) ერის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის ერთ-ერთი ალეტერნატიული რეალიზაცია, რომელიც, როგორც ამგვარი დომინანტი ერთეული (რასაც ინგლისიც შეურიგდა), დღეს, თავის გარშემო მთელი ინგლისურენოვანი სამყაროს (ფენომენური განვითრების მეოთხე საფეხურის ცხრომის მანიის კლასის ერად) რეკონსოლიდაციას ახდენს. ამერიკული საზოგადოების ეთნიკური (ბიოლოგიური წარმომავლობის მიხედვით) მრავალფეროვნება ხელს არ უშლის ეროვნულ ერთიანობას - ერის განმსაზღვრელი ფსიქიკური ფაქტორის მიხედვით ერთგვაროვნებას.

 

მონგლობალიზმის იდეური დაძლევის შედეგად, საქართველოზე ზემოქმედების მონგლობალისტური პროექტების შეჩერება შეცვლის საქართველოს დღევანდელ ხელისუფალთა გუნდისადმი მისი გარეგანი მფარველების დაკვეთას და, ამდენად, შესაძლებელს გახდის საქართველოში ეროვნულ შერიგების მიღწევას, ეროვნული ინტერესების სამსახურში საქართველოს ხელისუფალთა მთელი გუნდის ჩაყენებას, თვით მისი ლიდერის ჩათვლით (თუმცა, მათი კომპეტენტურობის დონის გათვალისწინებით, ამისგან დიდ სარგებელს არ უნდა მოველოდეთ)

 

დიდი იმედით, მაქვს  რომ ანტაგონიზმის ესკალაციის გარეშე მდგომარეობის რადიკალურად სასიკეთოდ შეცვლის შესაძლებლობა ამჯერად მაინც იქნება გამოყენებული. ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის დაინტერესების შემთხვევაში ძნელი არ იქნება შემოთავაზებული პროგრამის ობიექტური შემოწმება საგანგებო კომპეტენტური ჯგუფის და საერთაშორისო კონფერენციის მოწვევით.

 

ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების გარეშე მდგომარეობის შეცვლის მოლოდინი ამაო იქნება: - გლობალურ ცივილიზაციაში ფაზების ცვლის პროცესი სტიქიურადვე გაგრძელდება; 2008 წლის მიწურულს დაწყებული ფაზა, რომელიც 2027 წლამდეს გასტანს, მსოფლიოში სათანადო ტიპის (ფორმის მანიის კლაის) ერების მახასიათებლების - “ერთპარტიული” პოლიტიკური სისტემის და ეკონომიკის სახელმწიფო მონოპოლისტური რეგულირების - გლობალური ეფექტურობის საფუძველზე, დროებით საყოველთაოდ გავრცელებას მოიტანს, რაც საქართველოს შემთხვევაში დიქტატურის ჩამოყალიბების ტენდენციას გააღრმავებს.