საზოგადოებისათვის ცნობილია ის არამართლზომიერი და უღირსი მოქმედებები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ახორციელებენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთოდ და, კერძოდ, ბანკ „ქართუსთან“ მიმართებაში. ხელისუფლებას სურს, რომ, ერთი მხრივ, დარტყმა მიაყენოს იმ საფინანსო-საქველმოქმედო დაწესებულებას, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ეწევა უპრეცედენტო საქველმოქმედო მოღვაწეობას, ხოლო მეორე მხრივ, შეარყიოს ბანკი „ქართუს“ იმიჯი და გააჩინოს შიში მის მეანაბრეთა შორის.
„ქართული აკადემია“ ამ მხრივ საგულისხმოდ მიიჩნევს პოეტ დავით მაღრაძის ინიციატივას, დემონსტრაციულად გახსნას ანგარიში ბანკ „ქართუში“, მხარს უჭერს ამ იდეას და მოუწოდებს საზოგადოებას ანალოგიური ქმედებისაკენ.
თავის მხრივ, „ქართული აკადემიის“ წევრები 2 ნოემბერს, ოთხშაბათს, 14 საათზე, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის მიზნით შეიკრიბებიან ბანკ „ქართუს“ სათაო ოფისში (ილია ჭავჭავაძის 39ა) და გახსნიან ინდივიდუალურ ანგარიშს. ამასთან, ამ იდეის მხარდაჭერებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ აღნიშნულ აქციას.