„შონზომ“ არ იცის, მაგრამ სამადაშვილს და ხაჩირაშვილს ენდობა

„შონზომ“ არ იცის, მაგრამ სამადაშვილს და ხაჩირაშვილს ენდობა

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს ზურაბ აბაშიძესა და ვიქტორ დოლიძეს  საკრებულოში თანამდებობები დაატოვებინეს. საკუთარ „ეფექტურ“ მუშაობაში დარწმუნებული საკრებულოს უმრავლესობის წევრები ოპოზიციონრებს არაეფქტურ მუშაობას უწუნებენ.

თავის მხრივ, ირაკლი ალასანიას თანაპარტიელები მომხდარს სააკაშვილის ბოლშევიკური პოლიტიკის გაგრძელებად აღიქვამენ და ერთ წელიწადში საკრებულოს თავზე აფრიალებული წითელი ნაც-დროშის ჩამოხსნის პირობას დებენ.

საკრებულოს უმრავლესობის 38-მა დეპუტატმა ოპოზიციონრებისგან დაცარიელებულ საკრებულოს სხდომაზე ერთხმად გაწირა ოპოზიციონერი კოლეგები. Presage.tv დაინტერესდა, „ნაციონალების“ რიგით წევრებს რამდენად გააზრებული ჰქონდათ საკუთარი მოქმედება, როცა ოპოზიციონრებისთვის თანამდებობის დატოვებას ხმას აძლევდნენ. ამ მიზნით ზურაბ გაჩეჩილაძეს (შონზოს) ვესაუბრეთ.

ზურაბ აბაშიძ და ვიქტორ დოლიძ თანამდებობებიდან დათხოვნა გამართლებულად მიგაჩნიათ?

- ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ამომწურავად ილაპარაკა, ასევე,  ფრაქციის თავმჯდომარემაც, ბატონმა ნიკო ხაჩირაშვილმაც. ამდენად, ზედმეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ.

საკრებულოსნაციონალებითავს იმართლებენ, რომ ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე საკუთარ მოვალეობას არ ასრულებდნენ. მართლაც ასე იყო, თუ მათი დათხოვნის რეალური მიზეზი სხვა რამეა?

- არ ვიცი, ამ სტატისტიკას ვერ ვაწარმოებ. მე ჩემი უბანი მაქვს და ჩემი უბნის სტატისტიკაზე მოგახსენებთ.

თქვენი უბანი რომელია?

- ვაზისუბანი და მერვე ლეგიონი. რაც შეეხება ამ ადამანების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს, ამის შესახებ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან საკრებულოს თავმჯდომარესთან და ბატონ ზაალს რომ შეეკითხოთ, უკეთესად გეტყვით.

მასაც ჩავწერთ, მაგრამ თქვენი პოზიცია მაინტერესებს. შემდგომშიც ხომ არ გაგრძელდება სხვა ოპოზიციონრების გაშვებაც საკრებულოს თანამდებობებიდან?

- ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ნებისმიერი ჩემი კოლეგა, ეს იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ პოზიციის, ანუ უმრავლესობის, თუ ის ეფექტურად არ შეასრულებს თავის სამუშაოს, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ანუ, მისი თანამდებობის საკითხი საკრებულოს სხდომაზე დადგება.

თქვენეული ხედვით, სამუშაოს ეფექტურად შესრულება რაში მდგომარეობს? რა უნდა გააკეთოს საკრებულოს დეპუტატმა, რომ მისი სამუშაო მოსაწონი იყოს?

- ჩემს შემთხვევაში გეტყვით, თუ რას ვგულისხმობ. რაც ამომრჩეველმა დამავალა, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ეს მათ პრობლემებზე ზრუნვა და მათი მოგვარებაა.

ეს ზოგადია, კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ?
- რა გითხრათ, იმდენი საკითხია, არ გეყოფათ ფირი, რომ ჩაიწეროთ.

ერთი მაინც მითხარით...

- რა გითხრათ...  ესაა შუმდგომლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ევალებათ ადამიანების პრობლემების მოგვარება და მათთან უშუალო ურთიერთობა.

თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებმა ეს ვერ განახორციელეს?

- მე არაფერს არ ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ ამ ადამიანების სამუშაოზე დაკვირვების საშუალება არ მქონდა. არც სურვილი არ მქონდა, რადგან ამას შესაბამისი ორგანოები აკეთებენ.

უშუალოდ თუ დაინტერესდებით, ზეპირი განცხადებების გარდა, კონკრეტულად რატომ გაუშვეს ეს ადამიანები?

- მე მოვისმინე საკრებულოს თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის არგუმენტები და სრულიად ვეთანხმები მათ. ანუ გაგებული მაქვს, რატომაც გაუშვეს ეს ადამიანები თანამდებობიდან.

რატომ?

- შესაბამისად, გიმეორებთ, რაც გაიმეორა ბატონმა ზაალ სამადაშვილმაც და ნიკო ხაჩირაშვილმაც - მათი არაეფექტური მუშაობის გამო. ეს არ არის მტკივნეული საკითხი. ეს ადამიანები ისევ საკრებულოს წევრებად დარჩებიან და ჩვეულებრივად სხდომაზე მიიღებენ მონაწილეობას. უბრალოდ, თანამდებობის დატოვება, რაც მათ დაკავებული ჰქონდათ, არაფექტური მუშაობის გამო მოუწიათ.

რატომ დაითხოვეს მაინცდამაინც ახლა? შეიძლება, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების დათხოვნა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირდებოდეს?

- არ ვიცი. მე ვიცი ერთი რამ და ბატონმა ზაალმაც ბრძანა, რომ დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში მათი თანამდებობაზე ყოფნის საკითხი იხილებოდა საკრებულოში. ისევ ბატონი ზაალის სიტყვებს გავიმეორებ, მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ ვაცლიდით ამ ადამიანებს, შეეცვალათ მუშაობის ტაქტიკა, სტილი. ყოველ შემთხვევაში, ამ ოთხი თვის მანძილზე რახან არ ყოფილა ამ დინამიკაში რაიმე ძვრა,  საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო.

საკრებულოს წევრის მოვალეობა ხომ ისიცაა, რომ ოპოზიციის შესაძლებლობის ფარგლებში, საქმესთან ერთად, სიტყვიერი განცხადებებითაც გამოვიდნენ, რასაც ვიქტორ დოლიძე და ურაბ აბაშიძეც ასრულებდნენ. მაინც ვერ მივხვდი, რაში გამოიხატება მათ მიერ საკრებულოს ეფექტურად მუშაობის დარღვევა? დამეთანხმებით ალბათ, რომ ზოგადი განმარტებაა, თითქოს მათ არაეფექტურად იმუშავეს.    

- მოდით, ეს გავარკვიოთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ასეთი განცხადებები გააკეთეს.

ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას როგორ უყურებთ?

- მე არ მომისმენია ამ ადამიანის პოლიტიკური განცხადება, პლატფორმა, ანუ რას აპირებს ეს ადამიანი, როგორია მისი ხედვა. აქედან გამომდინარე, მის პოლიტიკაში მოსვლას ჯერჯერობით ვერ დავაფიქსირებ. ჩემთვის ეს ადამიანი პოლიტიკაში მოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მის საპროგრამო ტექსტს გავეცნობი, ანუ რას აპირებს, ჩვენი ქვეყნის განვითარების როგორი ხედვა აქვს. აქედან გამომდინარე,  ჩამომიყალიბდება პოზიცია - ან დავეთანხმები მის ხედვას, ან პირიქით, შევეწინააღმდეგები.

ამდენი ოპოზიციონერი მასთან საკონსულტაციოდ მიდის, .. მას აქვს გარკვეული წონა.

- ეს ბუნებრივი პროცესია. ადამიანმა გააქტიურება გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე, ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც მასთან თანამშრომლობა და ამ ადამიანის შეხედულებებთან მიბმა სურთ, ისინი გადიან კონსულტაციებს.

ათ შორის, ნაციონალების მეორე და მესამე ეშელონებიდან ბიძინასთან გადასასვლელად რომ ემზადებიან?
- მე ამ ადამიანის პოლიტიკაში მოსვლას დავადასტურებ მაშინ, როდესაც გავიგებ, რა უნდა ამ კაცს. ჯერ ვერ გავიგე, ის იბარებს თავის სახლში ვიღაცებს და რასაც თათბირობენ, ჯერჯერობით ეს საზოგადოებისთვის დაფარულია.

ანუ ივანიშვილი პოლიტიკაში შეცდომით მოვიდა?

- იგი შეცდომით მოვიდა თუ არა, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, დასკვნას მას შემდეგ გავაკეთებ, რაც მის არგუმენტებს მოვისმენ. წერილების გამოქვეყნება ადამიანის პოლიტიკაში მოსვლას არ ნიშნავს. ადამიანის პოლიტიკაში მოსვლა არის მისი პოლიტიკური პლატფორმის გაგება, მისი გუნდის შეკვრა და ა.შ. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, ზეპირ განცხადებებს და არგუმენტებს, იგი სწორად იქცევა თუ არა, ჯერ ვერ გავაკეთებ.

როცა იგი ხელისუფლებას ბიზნესმენის სტატუსით აფინანსებდა, მის მიმართ ხელისუფლებას დადებითი განწყობა ჰქონდა, მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ კი უარყოფითი განწყობა დაეუფლათ.

არ ვიცი, ჩემს მიერ ამ ადამიანის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება, მას შემდეგ გაკეთდება, რაც დავაფიქსირებ მის პოლიტიკურ პლატფორმას. ჯერ არ ვიცი, იქნებ, ეს ადამიანი რამე ცუდს აპირებს ან პირიქით, - ჩემთვის ძალიან კარგ რაღაცას.

თქვენ შოუ ბიზნესში იყავით საინტერესოა როგორ უყურებთ მის მიერ ახალიდარდუბალასდაფინანსებას?

- იმავეს ვიტყოდი, ჯერ არ ვიცი, რა ტიპის იქნება ახალი „დარდუბალა“, რა შინაარსის. შალვას განცხადებიდან გამომდინარე, ეს მკვეთრად ოპოზიციური იქნება. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს გადაცემა ეთერში გავა, მის შესახებაც აზრს შემდგომ მოგახსენებთ.