27 ოქტომბერს კომპანია „ნატახტარში“ ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის მართვის ISO-9001:2008 სისტემის რესერთიფიცირების პროცესი წარმატებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ნატახტარს“ ხარისხის მართვის HACCP-ის ISO-9001:2008 საერთაშორისო სერთიფიკატი შარშან დეკემბერში მასერთიფიცირებელი ორგანო TUV SUD-ის მიერ მიენიჭა.
„მომხმარებლის მოთხოვნის მაღალი ხარისხით უზრნველყოფის მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ და დავნერგეთ ხარისხის მენეჯმენტის და სურსათის უვნებლობის მართვის ინტეგრირებული სისტემა. (ISO 9001:2008)“
HACCP-ის სისტემის დანერგვით სს „ლომისი“ უზრუნველყოფს წარმოების მაღალი სტანდარტებით მუშაობას, რაც განაპირობებს მომხმარებელის ნდობის ამაღლებას ,რადგან ჩვენი პროდუქტი რომელსაც იგი მოიხმარს ჯანმრთელობისათვის უვნებელია და დაცულია დაზიანებისაგან, მისი წარმოების ყველა ეტაპზე დამზადებიდან მომხმარებლამდე, მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ჰიგიენის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, სს „ლომისი“-ს HACCP -ის სამუშაო ჯგუფი ადგენს სურსათის უვნებლობისთვის კრიტიკულ წერტილებს და HACCP -ის გეგმის შესაბამისად ზრუნავს მათი მონიტორინგის და კონტროლის სათანადო ღონისძიებების შემუშავებაზე რაც ეყრდნობა „CODEX ALIMENTARIUS COMMISSION“-ის სტანდარტებს და ასრულებს „GLOBAL FOOD SAFETY“-ის მიერ განსაზღვრულ ქმედებებს.
HACCP -ის სისტემა (HAZARD ANALYSIS AND CRITICAL CONTROL POINT - საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სს „ლომისი“-ს ხარისხის მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოდგენილია DIN EN ISO 9001 სისტემასთან ერთად.
„მომხმარებლის მოთხოვნის მაღალი ხარისხით უზრნველყოფისათვის, ჩვენმა კომპანიამ შეიმუშავა და დანერგა ხარისხის მენეჯმენტის და სურსათის უვნებლობის მართვის ინტეგრირებული სისტემა. (ISO 9001:2008), რაც ადასტურებს იმას, რომ საწარმოს აქვს უნარი, შეინარჩუნოს მუდმივი ხარისხი ეფექტური მართვის მეშვეობით“. – განმარტავს „ნატახტარის“ ხარისხის უზრუნველყოფის უფროსი და HACCP -ლიდერი მარინე ჭიღლაძე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერთიფიკატის მფლობელი ბიზნეს ორგანიზაციისთვის ბევრად უფრო იოლია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა.
კომპანია „ნატახტარში“ მუდმივად ზრუნავენ ქარხნის ტექნიკურ გადაირაღებაზე. უკვე ერთი წელია , ნატახტარის საწარმოში გერმანული წარმოების KRONES-ის ჩამომსხმელი ხაზი დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში შევიდა. რამაც განაპირობა პროდუქციის წარმადობის ზრდა და ჩამოსხმისა და შეფუთვის მაღალი ხარისხი. „კრონესი“ არის ლიდერი კომპანია ჩამომსხმელი და შესაფუთი ხაზების წარმოებაში.
საწარმოში ასევე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების მქონე ლაბორატორია, რომლის გადაიარაღება მუდმივი პროცესია და ხარისხის კონტროლის სრულყოფას ემსახურება.