ჯონ ბონერი: „რუსეთის სავაჭრო სტატუსი საქართველოს საზღვრებზეა დამოკიდებული“

ჯონ ბონერი: „რუსეთის სავაჭრო სტატუსი საქართველოს საზღვრებზეა დამოკიდებული“

აშშ-ს კონგრესის სპიკერი ჯონ ბონერი იმუქრება, რომ დაბლოკავს შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების ნორმაზილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ფარგლებში მანამ, სანამ მოსკოვი არ შეწყვეტს მეზობელი საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობის“ დარღვევას.

ბონერმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდა შეწყვიტოს „რუსეთის უპატივცემულობის“ უგულებელყოფა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი და განაცხადა, რომ „საგანგაშო“ გზავნილებს იღებს იმის შესახებ, რომ აშშ არ აპირებს რუსეთზე ზეწოლას, რათა აიძულოს მოსკოვი აღიაროს 2008 წლის ომამდე არსებული საზღვრები საქართველოსთან. რუსეთის არმიას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, რითაც არღვევს 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

„ადმინისტრაციამ უნდა მოძებნოს ამ ჩიხური სიტუაციიდან ისეთი გამოსავალი, რომ დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ბონერმა გუშინ ვაშინგტონში Heritage Foundation-ის კონსერვატიულ ცენტრში გამოსვლისას. „მაშინ, და მხოლოდ მაშინ ექნება აზრი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საკითხის განხილვას“.

 

იმისთვის, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანდეს, საჭიროა კონგრესმა „მუდმივი და ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები“ მოიწონოს, განაცხადა რესპუბლიკელმა. ბონერმა განაცხადა ასევე, რომ საქართველოს გარდა არსებობს სხვა „მნიშვნელოვანი მოუგვარებელი სავაჭრო პრობლემები, რომლებიც გადასაჭრელია“ მანამ, სანამ კონგრესი სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს შეუდგება.

აშშ რუსეთს მსო-ში გაწევრიანების პროცესში ეხმარება. რუსეთმა ევროკავშირის მხარდაჭერაც მოიპოვა. მან ვერ შეძლო საქართველოსთან შეთანხმება რამდენიმე ორმხრივ საკითხზე, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის ამ სახელმწიფოს მოთხოვნას გააკონტროლოს მისი ორი აჯანყებული რეგიონის (სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის) საბაჟო-გამშვები პუნქტები.

შეუძლებელიმოთხოვნები

მოსკოვში, რუსმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მოთხოვნებს იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უარი თქვას ორი გამოყოფილი რეგიონის დიპლომატიურ აღიარებაზე მსო-ს წევრობის სანაცვლოდ, „შეუძლებელი“ უწოდა, იუწყება სააგენტო DPA, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით. საქართველო, რომელიც 153 წევრისგან შემდგარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, რუსეთის გაწევრიანებას უნდა დათანხმდეს.

სააგენტო DPA რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მრჩევლის არკადი დვორკოვიჩის ციტირებას ახდენს, რომელიც ამბობს, რომ „ჩვენ არასდროს მივიღებთ“ საქართველოს მოთხოვნებს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ტომი ვიეტორმა გუშინ განაცხადა, რომ „ობამას ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ და რომ მან „მკაფიოდ გააგებინა ყველას, როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო გამოსველებში, რომ შეერთებული შტატები არ დაუჭერს მხარს რუსეთის მსო-სი გაწევრიანებას, სანამ რუსეთი და საქართველო ვაჭრობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე არ შეთანხმებიან“.

დემოკრატების პასუხი

კალიფორნიის შტატის კონგრესმენმა და მაღალჩინოსანმა დემოკრატმა კონგრესის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტიდან გოვარდ ბერმანმა ბონერის ტაქტიკა ეჭვქვეშ დააყენა.

ბერმანის თქმით, თუკი კონგრესი აშშ-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებას არ მოახდენს, „ამით ჩვენი კომპანიები დაზარალდებიან“, რადგან მათ არ ექნებათ „წვდომა რუსულ ბაზრებზე“.

მისი თქმით, კონგრესის უმოქმედობის შემთხვევაშიც კი „რუსეთს მსო-ს ყველა უპირატესობა აქვს“, იმ პირობებშიც თუკი კონგრესი ვაჭრობის ნორმალიზებას არ მოიწონებს.

მან ეჭქვეშ დააყენა ბონერის განცხადება იმის თაობაზე, რომ ობამას ადმინისტრაცია „საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მან დათმოს“ სასაზღვრო საკითხები. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან დავა უნდა მოაგვაროს, და რომ მას არ უნდა ჰქონდეს გათვლა იმაზე, რომ ჩვენ თბილისს დავითანხმებთ“, – თქვა ბერმანმა.

იმ დროს, როდესაც აშშ ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვას“, ობამას ადმინისტრაცია არ უნდა გაექცეს რუსეთში დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების დარღვევების ხაზგასმას, განაცხადა ბონერმა.

ბრჭყალები

მან განაცხადა ასევე, რომ კონგრესი მზადაა უფრო მეტად გამოაჩინოს „ბრჭყალები“, რათა აშშ-ს და რუსეთის ურთიერთობებში უფლებადაცვითმა დღის წესრიგმა უფრო მტკიცედ წაიწიოს წინ.

„დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისადმი რუსეთის უპატივცემულობის უგულებელყოფის ნაცვლად, ჩვენ მათ შეცდომებზე უნდა მივუთითოთ – საჯაროდ, მტკიცედ და ხშირად“, – განაცხადა ბონერმა.

ბერმანმა აღნიშნა: „ადამიანის უფლებები არ შეიძლება, და მე არ ვფიქრობ რომ ეს მოხდა, მოიხსნას დღის წესრიგიდან“.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი ამ თვის დასაწყისში რუსეთიდან დაბრუნდა, სადაც მან ხელისუფლებას რეპუტაციის გაუმჯობესებისკენ და იმ სამოქალაქო ჯგუფებთან შეხვედრისკენ მოუწოდა, რომლებიც მთავრობის მხრიდან ზეწოლას განიცდიან.

რუსეთის მზადყოფნა ირანის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს, აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის მიზნით სავარაუდო შეთქმულების შემდეგ, ის ტესტი იქნება, რომელიც ცხადყოფს რუსეთის პატივისცემას საერთაშორისო კანონების მიმართ, განაცხადა ბონერმა. 13 ოქტომბერს ობამამ განაცხადა, რომ შეთქმულების მონაწილე ბრალდებულებს „პირდაპირი კავშირი“ ჰქონდათ ირანის მთავრობასთან.

აშშ-მ მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კრემლს ირანთან ურთიერთობები შეაცვლევინოს, განსაკუთრებით ბირთვული პროგრამის და სარაკეტო ტექნოლოგიების სფეროში“, – განაცხადა ბონერმა.

ახალი სანქციები

კანონმდებლებმა და მთავრობის ყოფილმა წევრებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდეს, განაცხადეს რა, რომ არსებული შეზღუდვები თეირანის ბირთვული პროგრამის შეფერხების საქმეში საკმარისად ეფექტური ვერ აღმოჩნდა.

ობამას ადმინისტრაციამ დიპლომატიური ძალისხმევა გაიღო, რათა სხვა ქვეყნები დაერწმუნებინა ირანის დაგმობის აუცილებლობაში. დღევანდელ დღემდე მას არ უცდია რაიმე მოემოქმედა ან სანქციები გაეტანა გაეროშო კენჭისყრაზე რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგობის გამო.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ირანის წინაარმდეგ სანქციების გამკაცრებაში ერთობლივ პროგრესს მივაღწიეთ და ამ საკითხის განხილვას განვაგრძობთ“ რუსეთთან, განაცხადა გუშინ ყოველდღიურ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა.

რუსეთმა განაცხადა, რომ დაბლოკავს ნებისმიერ რეზოლუციას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი გახდება რეჟიმის შეცვლის დაჩქარების ან გამართლებისთვის მას შემდეგ, რაც გაეროს რეზოლუციამ ამ წლის მარტში ლიბიაში ნატოს ოპერაციას მხარი დაუჭირა. მაშინ რუსეთმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

2009 წელს რუსეთმა დაბლოკა შეერთებული შტატების მხრიდან ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების მცდელობა მას შემდეგ, რაც გაჩნდა მონაცემები, რომ თეირანს შესაძლოა ბირთვული ბომბის წარმოებისთვის საკმარისი გამდიდრებული ურანი ჰქონოდა.

[foreignpress.ge]