"როსპოტრებნადზორი" დღეიდან ქართული ღვინის შემოწმებას იწყებს. "როსპოტრებნადზორმა" ექსპერტები, რომლებმაც იმ ქართული საწარმოების ინსპექცია უნდა განახორციელონ, რომელთაც რუსეთში ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდების განახლება სურთ, დღეს გამოგზავნა.
"საქართველოში სპეციალისტების პირველი სამი ჯგუფი მიემგზავრება. მათი უკან დაბრუნება 1 მარტს იგეგმება", - აცხადებენ "როსპოტრებნადზორში".
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ "როსპოტრებნადზორმა" იმ ქართული საწარმოების შესახებ დოკუმენტების ანალიზი დაასრულა, რომელთაც რუსულ ბაზარზე დაბრუნება სურთ