მარკო რუბიო ჩარლი კირკზე: ეს იყო ხმა, რომელმაც შთააგონა ახალგაზრდა ამერიკელები, რომ სიმართლე სხვაა - უმაღლესი მოწოდება წარმატებული ქორწინება და შვილების აღზრდაა

მარკო რუბიო ჩარლი კირკზე: ეს იყო ხმა, რომელმაც შთააგონა ახალგაზრდა ამერიკელები, რომ სიმართლე სხვაა - უმაღლესი მოწოდება წარმატებული ქორწინება და შვილების აღზრდაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და წინამორბედი სპიკერების მსგავსად, კირკი ისტორიულ ფიგურებს, მათ შორის იესოს შეადარა.

ეს იყო ხმა, რომელმაც შთააგონა მოძრაობა, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდა ამერიკელებს უთხრეს, რომ სიმართლე სხვაა. უმაღლესი მოწოდება, რაც შეიძლება ადამიანმა შეასრულოს, არის წარმატებული ქორწინება და შვილების აღზრდა. ეს იყო მოძრაობა, რომელმაც ასწავლა, რომ ჩვენი ქვეყანა არა უბრალოდ დიდი, არამედ უდიდესია - ყველაზე გამორჩეული ერი, რომელიც ოდესმე არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში, და რომლისთვისაც ღირს ბრძოლა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ღმერთმა ადამიანის სახე მიიღო, მოგვევლინა და ჩვენ შორის იცხოვრა, იტანჯა როგორც ადამიანმა და მოკვდა როგორც ადამიანი, მაგრამ მესამე დღეს ის აღდგა, ვითარცა არა მოკვდავი, შემდეგ კი, რათა დაემტკიცებინა ეჭვიანებისთვის, მოწაფეებთან ერთად პური იზიარა, რათა ეხილათ იგი ცოცხალი და მის ჭრილობებს შეხებოდნენ... და როდესაც ის დაბრუნდება, იქნება ახალი ცა და ახალი დედამიწა, ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით და იქ კვლავ გვექნება დიდი შეხვედრა ჩარლისთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც გვიყვარს“, - დასძინა მან.