ტულსი გაბარდი: ჩარლიმ ჩვენი სკოლები თავის სარბიელად იმიტომ აირჩია, რომ მათი დანიშნულება ახალგაზრდების სწავლებაა

ტულსი გაბარდი: ჩარლიმ ჩვენი სკოლები თავის სარბიელად იმიტომ აირჩია, რომ მათი დანიშნულება ახალგაზრდების სწავლებაა

ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა კონსერვატიული აქტივისტი სიტყვის თავისუფლების დამცველ მეომრად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი გაჩუმება სცადეს, მისი ხმა ახლა უფრო ხმამაღალია, ვიდრე ოდესმე“.

ჩარლიმ ჩვენი სკოლები თავის სარბიელად იმიტომ აირჩია, რომ იცის, მათი დანიშნულება ახალგაზრდების სწავლებაა - იმისთვის, რომ კრიტიკულად აზროვნებდნენ, იდეებს განიხილავდნენ და საკუთარი ძალების გონივრული კამათით გამოცდა შეეძლოთ. მაგრამ ძალიან ხშირად, ეს სკოლები დებატებს ახშობენ და ამბობენ, რომ სიტყვები ძალადობაა, განსხვავებულ ხმებს კი აჩუმებენ. მათ, ვინც ღმერთზე ლაპარაკობს, ვინც უბრალო, ობიექტურ ჭეშმარიტებას ამბობს, მაგალითად იმას, რომ არსებობს მხოლოდ ორი გენდერი, ამ სკოლებში ეუბნებიან, რომ მათ ხმა არ აქვთ“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა.

ისტორია გვიჩვენებს ამ ბნელ ტენდენციას - როდესაც იდეები ვერ უძლებენ შემოწმებას, იქნება ეს .. რელიგიური ფანატიკოსების თუ პოლიტიკური ფანატიკოსების იდეოლოგია, ისინი შეშინებულნი არიან, რომ მათი სუსტი იდეები გამჟღავნდება. ისინი კლავენ და ატერორებენ თავიანთ ოპონენტებს იმ იმედით, რომ გააჩუმებენ. მაგრამ ამ ბოროტებაში, რაც ჩარლიმ განიცადა, მათი მცდარი იდეოლოგია მხილებულია, რადგან ჩარლის გაჩუმების მცდელობით, მისი ხმა ახლა უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე ოდესმე“, - დასძინა მან.