ერიკა კირკი მეუღლის მკვლელზე: მე მას ვპატიობ, რადგან სწორედ ასე მოიქცა ქრისტე - სიძულვილის პასუხი სიძულვილი არ არის

ერიკა კირკი მეუღლის მკვლელზე: მე მას ვპატიობ, რადგან სწორედ ასე მოიქცა ქრისტე - სიძულვილის პასუხი სიძულვილი არ არის

ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კონსერვატიული აქტივისტის მეუღლემ, ერიკა კირკმა განაცხადა, რომ პატიობს იმ მამაკაცს, რომელმაც მისი ქმარი მოკლა.

მე მას ვპატიობ“, - განაცხადა მან, რამაც აუდიტორიაზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

ერიკა კირკმა იესოს სიტყვები მოიყვანა: მამაო, მიუტევე მათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“.

მე მას ვპატიობ, რადგან სწორედ ასე მოიქცა ქრისტე. სიძულვილის პასუხი სიძულვილი არ არის“, - აღნიშნა ჩარლი კირკის მეუღლემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქმრის მისია იყო, გადაერჩინა ახალგაზრდები, რომლებიც გულისწყრომით, ბრაზითა და სიძულვილით იყვნენ გაჟღენთილი“.

მას სურდა გადაერჩინა ახალგაზრდები, ისეთი, როგორიც იყო ის, ვინც მას სიცოცხლე წაართვა“, - დასძინა მან.