საქალაქო სასამართლოს ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული

საქალაქო სასამართლოს ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ამასთან, სასამართლოს ჭიშკრის შიგნით რკინის ჯებირებია გაკეთებული.

ამ დროისთვის სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და უგულავას მხარდამჭერები იკრიბებიან.

როგორც ცნობილია, 12:30 საათზე სასამართლოს წინ უგულავას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 13:00 საათზე კი სასამართლო თბილისის მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.