თბილისის მერ გიგი უგულავას ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, "ისეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე, რაც გიგი უგულავას წარედგინა, 1 მლნ ლარის კი არა, 1000 ლარის გადახდასაც არ დაეთანხმებიან".
ამის შესახებ გაბაიძემ საქალაქო სასამართლოში შესვლამდე განაცხადა და დასძინა, რომ დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობაზე – გირაოს სახით, 1 მლნ ლარის გადახდაზე, თანახმა არააა.
"ჩემთვის აღნიშნულის შესახებ წუხელ გახდა ცნობილი, როდესაც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსურდი, დაუსაბუთებელი შუამდგომლობა, რასაც სასამართლოზე პასუხი გაეცემა. ისეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე, რაც გიგი უგულავასა წარედგინა, 1 მლნ ლარის კი არა, 1000 ლარის გადახდასაც არ დავეთანხმებით", - განაცხადა გაბაიძემ.
შეგახსენებთ, რომ უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 13:00 საათზე იმსჯელებს, იქამდე კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები სასამართლოსთან 12:30 საათზე აქციას გამართავენ.