ბათუმის ბაზარში 18 კილოგრამი ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ილია სირაბიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ცხენის ხორცი ბაზარში შაბათს აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ლაბორატორიული შემოწმებები ჩაატარეს.
"მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შაბათს აღმოვაჩინეთ 18 კილოგრამი ცხენის ხორცი. ვაპირებთ ხორცის განადგურებას და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებას", - აღნიშნა ილია სირაბიძემ.
მისივე თქმით, ცხენის ხორცი აღმოაჩნდა ვინმე დავითაძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ხორცი ნამდვილად ცხენის იყო და შესაბამის აქტსაც მოაწერა ხელი.