ცხინვალის საპატიმროდან ორდღიანი პატიმრობის შემდეგ სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, 65 წლის დავით ვანიშვილი გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი
იუწყება, ვანიშვილი რუსმა მესაზღვრეებმა სამი დღის წინ საკუთარ სახლთან ახლოს დააკავეს. მისი სახლი ხურვალეთში საოკუპაციო ზოლზე მდებარეობს. ცოტა ხნის წინ მესაზღვრეებმა მის ეზოში მავთულხლართები გაავლეს. ვანიშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.