ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის აკადემიაში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის აკადემიაში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის აკადემიაში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. აკადემიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე 1921 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ფოტოდოკუმენტური მასალა გამოიფინება.

ასევე წარმოდგენილი იქნება შსს-ს არქივის დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტური ფილმი "1921“, რომელშიც XX საუკუნის 1920-იანი წლების საქართველო და გასაბჭოების პერიოდია ასახული.

ფილმში ასევე ნაჩვენებია იუნკერების თავდადებული ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.

აღსანიშნავია, რომ მინისტრთან ერთად ღონისძიებას შსს-ს არქივის დირექტორი, პოლიციის აკადემიის რექტორი, არქივისა და აკადემიის წარმომადგენლები და იუნკერების შთამომავლები დაესწრებიან.