ე.წ.

ე.წ. "ორთაჭალის კრიტი" დღეს ოფიციალურად დაიხურება

ე.წ. "ორთაჭალის კრიტი" დღეს ოფიციალურად დაიხურება. სასჯელაღსრულების #1 დაწესებულების პატიმრები სხვადასხვა ღია ტიპის დაწესებულებებში გადანაწილდებიან.

რამდენიმე წუთში "ორთაჭალის კრიტში" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ სოზარ სუბარს, პარალმენტის წევრებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ელოდებიან და სწორედ მათი მოსვლის შემდეგ დაწესებულება ოფიციალურად დაიხურება.

საპყრობილის დახურვის გადაწყვეტილება სამინისტრომ იქ არსებული გაუსაძლისი პირობების გამო მიიღო. როგორც ცნობილია, 30 კვ.მ ფართობის საპატიმროში 80-მდე პატიმარი იმყოფებოდა.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გაკეთდება აღნიშნული შენობის ადგილას. გავრცელებული ინფორმაციით, ის მუზეუმად გადაკეთდება ან არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცემა.