პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს 1921 წელს გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
12:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება. ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან დეპუტატები და იუნკერთა შთამომავლები.