ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში დაბრუნდა

ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში დაბრუნდა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

"რუსთავი 2"-თან საუბარში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბუნება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გადაწყვიტა.

"ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პატარა წვლილი შევიტანო ქვეყნის მშენებლობაში",-განაცხადა ჩხარტიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, მოხვდება თუ არა ის პოლიტპატიმართა სიაში, ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ის არაფერს ითხოვს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, მოხვდება თუ არა ამ სიაში.