24 თებერვალს 14 საათზე ქართველ პატრიოტთა და ეროვნულ ძალთა ალიანსი "ეროვნული ფრონტი" აწყობს საპროტესტო აქციას ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკურ ზონის მშენებლობის საკითხზე.
როგორც აქცოოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ევგენი მიქელაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა აქციაზე რამდენიმე მოთხოვა გაჟღერდება.
"აქციის მოთხოვნები იქნება აიკრძალოს შრომითი მიგრანტების დაშვება საქართველოში გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები და სავიზო რეჟიმი,
მოეხსნას გრიფი "საიდუმლო" ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და "სინძიანის ჰუალინის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფმა" 2012 წლის ზაფხულში", - განაცხადა მიქლაძემ
შეგახსენებთ, რომ თბილისში ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკურ ზონის შესაძლო მშენებლობამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რექცია გამოწივია.
მთელი რიგი კითხვები, რომელიც უკავშირდება ურბანულ და საემიგრაციო საკითხებს ამ დროისთვის პასუხგაუცემელია.